რუსი უფლებადამცველი, მარკ ფეიგინი მოუწოდებს მეგობრებს, მიმართონ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და სთხოვონ მას მოინახულოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი საავადმყოფოში. ის Twitter-ზე დღევანდელი სასამართლო პროცესიდან მიხეილ სააკაშვილის ფოტოებს ავრცელებს.
"მოვუწოდებ ყველა მეგობარს, მიმართონ საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, თხოვნით, მოინახულოს პოლიტპატიმარი მიხეილ სააკაშვილი ციხის საავადმყოფოში. #SaveMisha! ღრმადპატივცემულო სალომე, დროა გავიგოთ, თქვენი პრეზიდენტობიდან რა დარჩება ჩვენს მეხიერებაში!", - წერს ფეიგინი.
იხილეთ ასევე: 20 თებერვალს, 12:00 საათიდან, ვატარებთ ახალ გლობალურ აქციას #SaveMisha - ფეიგინი