განცხადებები, თითქოს ჩუბინაშვილის ცენტრის დასკვნას არ გააჩნია იურიდიული ლეგიტიმაცია, სიცრუეა - საპატრიარქო

გამოქვეყნდა:

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ჩუბინაშვილის ცენტრის მიერ გელათთან დაკავშირებით გაკეთებულ დასკვნაზე განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ დოკუმენტი მათი თხოვნით შესრულდა და "აქ არავითარ პოლიტიკას ადგილი არ აქვს, არამედ ის განპირობებულია ძეგლის დაცვისა და საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე".

საპატრიარქოს განცხადებითვე, სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებები, თითქოს დასკვნა შესრულებულია პრივატულად და მას არ გააჩნია იურიდიული ლეგიტიმაცია. 

"მრავალი უცხოელი სპეციალისტის დასკვნებთან ერთად, საჭიროდ მივიჩნიეთ, თავისი სამეცნიერო შეფასება და პროფესიული დასკვნა წარმოედგინა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ცენტრს, რომელსაც ჩვენი ეროვნული კულტურის შესწავლისა და პოპულარიზაციის მხრივ ისტორიულად და დღესაც ფასდაუდებელი სამუშაო აქვს შესრულებული.

რაც შეეხება გუშინდელ განცხადებებს, თითქოს აღნიშნული დასკვნა შესრულებულია პრივატულად და მას არ გააჩნია იურიდიული ლეგიტიმაცია, სინამდვილეს არ შეესაბამება", - წერია განცხადებაში. 

საპატრიარქოს პრესსამსახური განმარტავს "მთავარ არხთან" პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის კომენტარსაც და ამბობს, რომ ის სრულად იზიარებს საპატრიარქოს პოზიციას.

"დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამეცნიერო საბჭოს წევრთა ჩართულობითა და კვორუმის პირობებში მოხდა ამ დასკვნის მიღება, მას ხელს აწერს და ამტკიცებს გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრის დირექტორი, ქალბატონი მარიამ გაჩეჩილაძე. დაბოლოს, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ჩვენ ვაფასებთ ჩუბინაშვილის ცენტრის სამეცნიერო ავტორიტეტს და ვუდასტურებთ პატივისცემას", - აღნიშნულია განცხადებაში. 

ცნობისთვის, კრიტიკული დასკვნის შემდეგ კულტურის სამინისტრო ცენტრს გამოეხმაურა და თქვა, რომ ანგარიშის ავტორები ვიწრო პარტიული ინტერესებით ხელმძღვანელობენ და დასკვნას კვალიფიკაცია აკლია.

იხილეთ: 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი