კრემლი ოფიციალური თბილისის პასუხის მოლოდინში და გადაწყვეტილების დაჩქარებას ითხოვს. საგარეო საქმეთა მინისტრის შემდეგ, საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენაზე განცხადება რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა, გრიგორი კარასინმა გააკეთა.
საქართველოსთან არაფორმალური დიალოგის მთავარმა მომლაპარაკებელმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა კრემლის პოზიცია და ღიად მიანიშნა, რომ ჯერი ახლა "ოცნების" ხელისუფლებაზეა. ტერორისტული და ოლიგარქიული რეჟიმების თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე არ წყდება დისკუსია მსოფლიო მედიაში.
გავლენიანი გამოცემა The Economist საქართველოზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს სათაურით - "საქართველო კრემლის ორბიტაზე გადავიდა".