"მოვუწოდებ მსოფლიოს, გადაარჩინოს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე და აღკვეთოს მისი სიკვდილით დასჯა" | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით twitter-ზე განცხადებას ავრცელებს. ზელენსკი წერს, რომ საქართველოს მთავრობა საჯაროდ სიკვდილით სჯის მიხეილ სააკაშვილს. 

ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა შეწყვიტონ მიხეილ სააკაშვილზე ძალადობა და გაათავისუფლონ ის. გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილის გადარჩენისთვის მსოფლიო ლიდერებს მიმართა.

"ახლა ნელ-ნელა კლავენ უკრაინის მოქალაქეს, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს. ის ფაქტი, რომ 21-ე საუკუნეში, ევროპაში ჩვენ ჯერ კიდევ გვიწევს ბრძოლა ადამიანის დე-ფაქტო საჯარო სიკვდილით დასჯის ასეთი მცდელობის წინააღმდეგ, სირცხვილია.

მისი სიცოცხლის საფრთხის გათავალისწინებით, მე მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გაიხსენონ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ნორმებით ნაკისრი ვალდებულებები, შეწყვიტონ ძალადობა და გაათავისუფლონ მიხეილი! უკრაინამ შესთავაზა გამოსავალი. მე მოვუწოდებ მსოფლიოს, გადაარჩინოს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე და აღკვეთოს მისი სიკვდილით დასჯა", - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ცნობისთვის, მანამდე, ავსტრიის პრეზიდენტთან ალექსანდრ ვან დერ ბელენთან შეხვედრის შემდეგ, კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხელ სააკაშვილის ფოტოები წარადგინა და თქვა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს ყოველდღე საჯაროდ აწამებენ.

ამავე თემაზე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი