რუსებმა კრამატორსკი დაბომბეს, დაიღუპა მინიმუმ 3 და დაშავდა 21 ადამიანი

გამოქვეყნდა:

რუსეთმა პირველი თებერვლის ღამეს დონეცკის ოლქში, კრამატორსკში საცხოვრებელი უბანო დაბომბა. თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 21 კი დაშავდა. დაშავებულებს შორის 8 საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაბომბვის შედეგად დაზიანდა 8 საცხოვრებელი კორპუსი, მათგან ერთი მთლიანად განადგურდა.

უკრაინული მხარე ამბობს, რომ საცხოვრებელ სექტორს თავს "ისკანდერ-K" ტიპის რაკეტით დაარტყეს. ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი