საქართველო რუსეთის მსგავსად იქცევა, როცა სააკაშვილი ციხეში კვდება, გვარამია პატიმრობაშია, EU-სთვის ცუდი სიგნალებია - იუკნევიჩიანე

გამოქვეყნდა:

დღეს ევროპარლამენტში საქართველოს მესემე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დებატები გაიმართება. ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე "მთავარ არხთან" საუბრისას ამბობს, რომ საქართველო რუსეთის მსგავსად იქცევა. 

მისი თქმით, როდესაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ციხეში კვდება და დამოუკიდებელი ტელეარხის დირექტორი, ნიკა გვარამია - დაკავებულია, ეს ყველაფერი ცუდი სიგნალებია ევროკავშირისთვის.

"ტვიტერზე გავაზიარე მიხეილ სააკაშვილის ფოტოები და მინდა გითხრათ, რომ დიახ, ეს ორი ადამიანი-სააკაშვილი და ნავალნი ერთნაირად არიან პუტინის პირადი პატიმრები. სამწუხაროდ, დასავლეთში სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს ესმის, რომ საქართველო რუსეთის მსგავსად იქცევა. რა თქმა უნდა, აქ ქართველ ხალხს და ყველა პოლიტიკოსს არ ვგულისხმობ და ის ხალხი მყავს მხედველობაში, ვინც ხელისუფლებაშია.

ერთის მხრივ მმართველი პარტია ლამაზ სიტყვებს ლაპარაკობს ევროკავშირში გაწევრიანების, კანდიდატის სტატუსის მიღების შესახებ, მაგრამ მეორეს მხრივ ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს გადაწყვეტილება, რაც შეიძლება დიდი ხნით გადაიდოს. ასევე მე ვიყავი ინიციატორი წერილისა, რომელიც თქვენს პრეზიდენტს მივწერეთ და ვთხოვეთ მას, რომ შეიწყალოს ბატონი გვარამია. რა თქმა უნდა, როდესაც მთავრობის მიმართ კრიტიკული ტელევიზიის ხელმძღვანელი ციხეში ზის, ეს არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს. როდესაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ციხეში კვდება და დამოუკიდებელი ტელეარხის დირექტორი დაკავებულია, ეს ყველაფერი ცუდი სიგნალებია ევროკავშირისთვის", - ამბობს იუკნევიჩიანე. 

იხილეთ ევროპარლამენტარების განცხადებები: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი