
ესპანეთის თავდაცვის სამინისტრო მომავალ ორშაბათს, 6 თებერვალს, უკრაინაში გაგზავნის 20 M113 ჯავშანტრანსპორტიორს, როგორც სამხედრო დახმარების ნაწილს რუსული აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად. ამის შესახებ უკრაინული მედია Europa Press-ზე დაყრდნობით წერს.
შესაბამისი განცხადება ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა გასულ კვირას ლატვიაში ვიზიტის დროს გააკეთა.
ასევე, ესპანეთი მზადაა უკრაინას გადასცეს საბრძოლო ტანკი Leopard 2A4. მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ საუბარია 4-6 ერთეულზე. ზუსტი რაოდენობა დამოკიდებული იქნება საცავში შენახული "ლეოპარდების" მდგომარეობაზე და იმაზე, თუ რამდენის გასაგზავნად იქნებიან მზად მოკავშირე ქვეყნები.