ლუგანსკში 300-მდე რუსს კონტრაქტი ამოეწურა, სამხედრო სამსახურიდან ვერ გადიან, ფულს კი არ უხდიან - უკრაინის გენშტაბი

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს, რომ ვერ ხეხდება 300-მდე რუსის დემობილიზება, რომლებიც დისლოცირებულები არიან ლუგანსკის რეგიონში. უწყება ამბობს, რომ მათ არც ფულს უხდიან და გამოცხადებული მობილიზების გამო ვერც უკან ბრუნდებიან.

"ლუგანსკის რეგიონში მოქმედი დამპყრობლების ერთ-ერთ ქვედანაყოფში  2023 წლის 09 იანვრიდან დასრულდა 3 თვიანი კონტრაქტები.

შესაბამისად, ამ ფორმირების 300-მდე სამხედრო მოსამსახურე ფინანსურ მხარდაჭერას არ იღებს. გარდა ამისა, გამოცხადებული მობილიზაციის გამო სამხედრო სამსახურიდან ვერ გადიან", - ამბობს გენერალური შტაბი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი