უკეთესი იქნებოდა თავის დროზე ის სურათები ეჩვენებინა, რომელიც სააკაშვილის ქურდულ შემოპარვას ასახავდა - იონათამიშვილი ზელენსკიზე

გამოქვეყნდა:

"უკეთესი იქნებოდა თავის დროზე ის სურათები დაეჭირა, ხელთ რომელიც ასახავდა სააკაშვილის ქურდულ შემოპარვას საქართველოში და შესაბამისად ასევე ასახავდა უკრაინის სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას მისი მხრიდან და ამაზე მომხდარიყო აქცენტის გაკეთება მაშინ და ამის შეფასება მომხდარიყო. 

ახლა, როცა ჩვენი ქვეყანა არის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი, როგორც ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ასევე 500-ზე მეტი საერთაშორისო რეზოლუციისა თუ მნიშვნელოვანი განცხადების თანაავტორი, მხარდამჭერი და სპონსორი არის, გარდა ამისა, ქვეყანაში მივიღეთ 30 000 მოქალაქე უკრაინიდან, რომლებსაც სრულფასოვნად ეწევათ როგორც საგანმანათლებლო, ასევე ჯანდაცვითი და სოციალური მომსახურებები, ცოტა უხერხულია მსგავსი განცხადებების კეთება".

თქვა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი