მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, მისცენ სააკაშვილს სათანადო მკურნალობის უფლება, ეს შეუნარჩუნებს ქვეყანას ევროპულ სახეს - აუსტერვიჩუსი

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტერვიჩუსი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მისცეს საქართველოს მესამე პრეზიდენს უფლება სათანადო მკურნალობა მიიღოს საზღვარგარეთ, რაც ქვეყანას ევროპულ სახეს შეუნარჩუნებს.

 აღნიშნული განცხადება მან ევროპარლამენტში ამ წუთებში მიმდინარე დებატებზე გააკეთა.

"საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ევროპული მისწრაფებების ერთგულია და სურს უფრო მჭიდრო კავშირები დასავლეთთან. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში ღრმა პოლარიზაციაა, ხოლო პოლიტიკური ბრძოლები ელემენტარულ პოლიტიკური კულტურისგან არის დაცლილი. მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც საქართველო გამოაღვიძა და კარდინალურად შეცვალა, 16 თვეა რაც ციხეში იმყოფება. ეს პოლიტიკური შურისძიებაა თუ წარსულში აბრუნება? მე მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, რომ შეყოვნების გარეშე მისცეს სააკაშვილს უფლება, რომ სათანადო მკურნალობა გაიაროს საზღვარგარეთ, რითაც ქვეყანას შეუნარჩუნებს ევროპულ სახეს", - თქვა მან.

ცნობისთვის, დებატები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ევროპარლამენტარ ანნა ფოტიგას ინიციატივით ტარდება. 1-ელ თებერვალს, სხდომაზე ფოტიგამ განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მძიმე მდგომარეობის შესახებ ყველა ინფორმირებულია. ფოტიგას წინადადებას მხარი კენჭისყრაზე დეპუტატების უმრავლესობამ დაუჭირა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი