
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მატეუშ მორავიეცკი ვარაუოდობს, რომ პუტინმა შეიძლება კიდევ ერთხელ შეუტიოს კიევს:
"ვფიქრობ, სამწუხაროდ, ის (ვლადიმერ პუტინი) არა მხოლოდ უკრაინის მიმართ სიძულვილით არის სავსე, არამედ სურს კიდევ ერთხელ დაანახოს თავის ხალხს, რომ არის გრძელვადიანი მოთამაშე, რომელიც არასოდეს ნებდება და თავს დაესხას კიევს. კიდევ ერთხელ, დიახ, მე მაქვს ამის შიში“, - განაცხადა მორავიეცკიმ გერმანულ Bild-თან ინტერვიუში.
პოლონეთის მთავრობის მეთაურის თქმით, რუსეთს ამჟამად არსებული რესურსები, აძლევს შესაძლებლობას უკრაინას 2-3 მიმართულებით შეუტიოს. ის ფიქრობს, რომ მორიგი მასიურ შეტევას ოკუპანტი ქვეყანა უკრაინაზე მარტში ან აპრილში დაიწყებს.