
ევროკავშირი უკრაინაში ომის წლისთავზე რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს -
ამის შესახებ დღეს კიევში ვიზიტისას ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
„ჩვენ შემოგთავაზებთ რუსეთის ნავთობპროდუქტების ფასის დამატებით ზღვარს G7-ის პარტნიორებთან ერთად, 24 თებერვლისთვის - შემოჭრის დაწყებიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ - მოვამზადებთ სანქციების მე-10 პაკეტს“, - განაცხადა ფონ დერ ლეიენმა უკრაინის პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა ასევე განაცხადა, რომ არსებული სანქციები რუსეთის ეკონომიკას სერიოზულად აზარალებს და ნავთობის ფასის უკვე არსებული ზღვარი, მოსკოვს ყოველდღიურად დაახლოებით 160 მილიონი ევრო უჯდება.