უკრაინის ხელისუფლება სულ უფრო ღია და მასშტაბურ უკმაყოფილებას გამოთქვამს. პრეზიდენტ ზელენსკის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებებს ქვეყნის სხვა მაღალჩინოსნებიც აკეთებენ.
მესამე პრეზიდენტის მდგომარეობას კიევში ხმამაღლა უწოდებენ ადამიანის წამებას და "ქართული ოცნებისგან" მოითხოვენ მიეცეს უკრაინის მოქალაქეს საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის სახალხო დამცველის არაერთჯერადი მოთხოვნის მიუხედავად საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მას მუდმივად უპასუხოდ ტოვებს.