ჩრდ. კორეა პოლიციელებისა და ჯარისკაცების დონბასის ოკუპირებულ ნაწილებში გაგზავნას გეგმავს

გამოქვეყნდა:

ჩრდილოეთ კორეა აპირებს, პოლიციელები და ჯარისკაცები დონბასის ოკუპირებულ ნაწილებში გაგზავნოს, რომ ისინი "აღდგენითი სამუშაოებისთვის" სამუშაო ძალად გამოიყენონ.

როგორც Dailynk წერს, ჩრდ. კორეაში იანვრის ბოლომდე უნდა შეერჩიათ 19-დან 27 წლამდე ახალგაზრდები, მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია, მაგრამ საუბარია დაახლოებით 300-500 ადამიანზე, რაც მომავალში შეიძლება კიდევ გაიზარდოს.

გამოცემის ცნობით, დამატებითი ძალები დონბასში თებერვალში ან მარტში ჩავლენ, თუმცა უცნობია, რას მიიღებს ჩრდ. კორეა სამხედრო პერსონალის გაგზავნის სანაცვლოდ.

გარდა ამისა, არსებული ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეებს ომის ზონაში შეეძლებათ სამჯერ მეტი გამოიმუშაონ, ვიდრე ჩრდილოეთ კორეაშიც უხდიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი