"ევროკავშირი წლის ბოლომდე 30 000 უკრაინელ ჯარისკაცს გადაამზადებს" | ბორელი

გამოქვეყნდა:

ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე 30 000 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე უკრაინაში სამხედრო დახმარების მისიის (EUMAM) ფარგლებში გადამზადდება. 

"თუ გავაერთიანებთ იმას, რასაც წევრი ქვეყნები ორმხრივად აკეთებენ ამ სამთავრობათაშორისო ფონდთან ერთად, ვფიქრობ, სამხედრო მხარდაჭერის დახმარებამ 12 მლრდ ევროს მიაღწია. ეს არ არის იმდენი, რამდენიც აშშ-მა გამოყო, მაგრამ მაინც 40% არის ამერიკული სამხედრო მხარდაჭერიდან. “ - თქვა ბორელმა.

გარდა ამისა, ბორელის თქმით, უკვე დაიწყო უკრაინაში სამხედრო დახმარების სასწავლო მისია (EUMAM), რომლის მიზანია მაისამდე 15 000 უკრაინელი ჯარისკაცის მომზადება. მისივე ინფორმაციით, ტრენინგი ძირითადად  გერმანიაში, პოლონეთსა და სხვა წევრ ქვეყნებში ტარდება.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი