
ჩეხეთის ახალარჩეული პრეზიდენტი, პეტრ პაველი აცხადებს, რომ უკრაინამ, ბირთვულის გარდა, ყველა ტიპის იარაღი უნდა მიიღოს.
AFP-სთან მიცემულ ინტერვიუში პაველი ამბობს, რომ რუსული აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად სამხედრო დახმარებაში არანაირი შეზღუდვები არ უნდა იყოს.
"რაც შეეხება ჩვეულებრივ შეიარაღებას, მე მართლა ვერ ვხედავ მიზეზებს რამე შეზღუდვებისთვის. უკრაინას არ შეუძლია ასეთ ძლიერ მტერთან დაჯავშნილი ტექნოლოგიების, უპილოტო საფრენი აპარატების, არტილერიის, შორი მოქმედების რაკეტებისა და, შესაძლოა, ზებგერითი თვითმფრინავების გარეშე იბრძოლოს", - თქვა პაველმა.
შეგახსენებთ, რომ ჩეხეთის ახლადარჩეული პრეზიდენტი პეტრ პაველი, ჩეხეთის რესპუბლიკის არმიის გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი და ნატოს სამხედრო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარეა. მისი ინაუგურაცია 2023 წლის 9 მარტისთვის არის დაგეგმილი.