უკრაინაში მოკლული და დაჭრილი რუსი ჯარისკაცების რაოდენობა 200 000-ს უახლოვდება - NYT

გამოქვეყნდა:

უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე მოკლული და დაჭრილი რუსი ჯარისკაცების რაოდენობა 200 000-ს უახლოვდება. ამის შესახებ ინფორმაციას New York Times ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს

როგორც გამოცემა წერს, რუსი გენერლები წინა ხაზზე ცუდად გაწვრთილ წვევამდელებს, მათ შორის ციხიდან გამოშვებულ მსჯავრდებულებს უშვეენ, რათა უფრო გაწვრთნილი მებრძოლებისთვის "გზა გაკვალონ" და ერთგვარი ფარის ფუნქცია შეასრულონ. 

"მათი დანაკარგები 11 თვის განმავლობაში 8-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ამერიკელების დანაკარგები ავღანეთში ორ-დეკადიანი ომის დროს", - წერია სტატიაში.

რუსებმა ყველაზე დიდი დანაკარგი ბახმუტისა და სოლედარის ბრძოლებისას მიიღო. 

NYT წერს, რომ ეს დანაკარგები, დიდი ალბათობით, პუტინის სამხედრო მიზნებზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს, რადგან რუსეთში ეს ომი წარმოდგენილია, როგორც მეორე მსოფლიო ომის მაგვარი ბრძოლა, სადაც საბჭოთა კავშირმა 8 მილიონი ჯარისკაცი დაკარგა. შესაბამისად, პუტინი მზად არის გაწიროს ასობით ათასი ჯარისკაცი უკრაინაში, თუმცა უფრო მეტმა დანაკარგმა, შესაძლოა მისი პოლიტიკური მხარდაჭერა შეასუსტოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი