რუსმა ხერსონი კიდევ ერთხელ დაბომბეს - არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი 2 თებერვლის ღამეს კიდევ ერთხელ დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული ადმინისტრაცია Telegram-ზე ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსი ჯარისკაცები ხერსონს 13-ჯერ დაესხნენ თავს.

თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა ორი ადამიანი და დაშავდა 9. დაშავებულებს შორის არის 5 წლის ბიჭი, რომელიც ხერსონის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ქალაქის ტერიტორიაზე სამ ადგილას გაჩნდა ხანძარი. მათ შორის, რუსული ჭურვები მოხვდა სავაჭრო ცენტრში მდებარე ფეიერვერკების საწყობს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი