გერმანიის მთავრობამ Leopard 1-ის ტანკების უკრაინაში ექსპორტი დაუშვა

გამოქვეყნდა:

გერმანიამ დაამტკიცა უკრაინისთვის Leopard 1-ის მთავარი საბრძოლო ტანკების მიწოდება სამრეწველო მარაგებიდან. განცხადება მთავრობის სპიკერმა შტეფენ ჰებესტრეიტმა გააკეთა და დაადასტურა, რომ ლიცენზია გაცემულია, თუმცა დეტალების დაკონკრეტების გარეშე.

გამოცემა Süddeutsche Zeitung წერს, რომ გერმანული იარაღის მწარმოებელი Rheinmetall გეგმავს მიჰყიდოს 88 ძველი "ლეოპარდი" უკრაინას, საერთო ღირებულებით 100 მილიონ ევროზე მეტი. ძველი Leopard 1 ტანკების მიწოდება სამრეწველო მარაგებიდან შეიძლება განხორციელდეს ტანკების შეკეთებისთანავე, წერს გაზეთი.

Leopard 1 არის პირველი მთავარი საბრძოლო ტანკი, რომელიც გაკეთდა გერმანული არმიისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. გასულ კვირას დაპირებული 14 Leopard 2 ტანკი ბევრად უფრო თანამედროვეა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი