უკრაინის პროკურატურამ "ვაგნერის" ხელმძღვანელს, ევგენი პრიგოჟინს ბრალი წარუდგინა

გამოქვეყნდა:

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ რუსული სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ხელმძღვანელს, ევგენი პრიგოჟინს ბრალი წარუდგინა - ინფორმაციას უკრაინული მედია Uriadovyi Kuryer-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

პრიგოჟინს ბრალად უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის ხელყოფა, და ასევე უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოება ედება. 

გამოქვეყნდა პრიგოჟინის გენერალურ პროკურატურაში დაკითხვაზე დაბარების უწყებაც. დოკუმენტის თანახმად, მიმდინარე წლის 13, 14 და 15 თებერვალს პრიგოჟინი  დაკითხვაზე უნდა გამოცხადდეს, როგორც ეჭვმიტანილი. 

უკრაინის გენერალური პროკურორის, ანდრეი კოსტინის თქმით, პრიგოჟინი უკრაინაში ჩადენილი ათასობით ომის დანაშაულზეა პასუხისმგებელი. 

შეგახსენებთ, რომ ევგენი პრიგოჟინი, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ოლიგარქია.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი