აშშ უკრაინისთვის $2 მლრდ-ზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოყოფს

გამოქვეყნდა:

აშშ უკრაინისთვის 2 მლრდ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გამოყოფს, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა გენერალმა პატრიკ რაიდერმა ბრიფინგზე გამოაცხადა.

მისი ინფორმაციით, პაკეტი საჰაერო თავდაცვის კრიტიკულად მნიშვნელოვან სისტემებს მოიცავს.

"დახმარების დღევანდელი პაკეტი საჰაერო თავდაცვის კრიტიკულად მნიშვნელოვან სისტემებს შეიცავს, რომლებიც დაეხმარება უკრაინას თავისი ხალხი დაიცვას, ასევე დაჯავშნილი მანქანები და დამატებითი აღჭურვილობა, მათ შორის Javelin ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსები, საარტილერიო საბრძოლო მასალა და რაკეტები HIMARS სისტემებისთვის", - თქვა რაიდერმა.

პაკეტში შევა 181 დაჯავშნილი მანქანა,  HAWK-ის ორი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, 4 საჰაერო დაზვერვის რადარი, 20 რადარი, საზენიტო ქვემეხები, საჭირო საბრძოლო მასალა.

გარდა ამისა პაკეტი ითვალისწინებს Javelin-ის 250 ერთეულს, 155 მმ კალიბრის საარტილერიო საბრძოლო მასალას, ნაღმმტყორცნების 120 მმ კალიბრის ნაღმებს და 190 მძიმე ტყვიამფრქვევს.

რაიდერმა ასევე დაადასტურა, რომ სამხედრო დახმარების აღნიშნულ პაკეტში მაღალი სიზუსტის შორი მოქმედების ჭურვებიც შევა, რომელთა მოქმედების რადიუსი 150 კილომეტრს შეადგენს. საუბარია Ground Launched Small Diameter Bomb (GLSDB) ჭურვებზე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი