ვინ არის აბრაჰამ რეიხბახი? - თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

გამოქვეყნდა:

კომპანია ZAG, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილმა გაუჩინარებამდე, რამდენიმე დღით ადრე დატოვა, 2018 წლიდან ამერიკის მოქალაქის აბრაამ რეიხბახის კუთვნილებაა.

მსოფლიო მასშტაბით, რეიხბახის კარგად იცნობენ, სადაც ის 34 კომპანიას ფლობს, თუმცა ყველა მათგანის საქმიანობა ბუნდოვანი და საეჭვოა, რა საქმინაობას ეწევიან ეს კომპანიები ინტერნეტში ინფორმაცია ამის შესახებ ძნელად მოიპოვება. 

აღსანიშნავია, რომ ამერიკელ ბიზნესმენს მჭიდრო და საქმიანი ურთიერთობა აქვს ქართველ პარტნიორებთან. საქართველოში მისი მთავარი კომპანიონი ZAG-ის დამფუძნებელი ნიკოლოზ გეჯაძეა, ასევე ბიზნესპარტნიორების რიცხვში შედიან "ოცნების" ხელისუფლების ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები.

საქართველოში ამერიკელი ბიზნესმენის მოკავშირეები არიან: გრიგოლ გიორგაძე, რომელიც წლების განმავლობაში სოზარ სუბარის მოადგილე იყო, ასევე ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრობის დროს მისი ადმინისტრაციის უფროსი და აჭარის გუნდის ყოფილი ხელმძღვანელი თეიმურაზ პატარიძე. 

2018 წლიდან  ZAG-ის მფლობელი რეიხმახია, ნიკოლოზ გეჯაძემ კომპანია აბრაამ რეიხბახის გადაუფორმა. აევე რეიზბახი ფლობს ჯეგაძის მიერ დაფუძნებულ სხვა კომპანიებსაც და უკვე ჩნდებიან "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული პირები. "ბი დი ჯი ფროფერთი მენეჯმენტი" ასევე იყო ნიკოლოზ გეჯაძის მიერ დაარსებული.

მეორე მნიშვნელოვანი დეტალი - "ბი დი ჯი ლიგალი" სწორედ, აქ ჩნდება აჭარის კუდის ყოფილი უფროსი, თეიმურაზ პატარაძე და მესამე კომპანია "ბი დი ჯი არბიტრაჟი" აქ გამოჩნდა გრიგოლ გიორგაძე, როგორც არბიტრი, ის უყო სოზარ სუბარის მოადგილე.

ეს ყველაფერი გაანალიზა ანალიტიკოსმა ქრისტინა ფაშოუ, მან დაიწყო აბრახამ რეიხბახის საქმიანობის კვლევა და მას გაუჩნდა ეჭვი, რომ ამერიკის მოქალაქე, ამ შემთხვევაში შეიძლება, გამოყენებული იყოს, როგორც ამ კომპანიის სახე, რომ კომპანია ამერიკულია. ანალიტიკოსი სვამს, რამდენიმე შეკითხვას და აინტერესებს ამ კითხვებზე პასუხი. 

სქემა ძალიან ბუნდოვანია, ეს არის ინფორმაცია, რომელიც "მთავარმა არხმა" ინტერნეტით მოიძია. საეჭვო გარემოებებია თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩნარების საქმეში და გაურკვეველია, ბაჩალიაშვილი რა საქმიანობას ეწეოდა და რას აკეთებდა კომპანია ZAG- ში. შეიძლებოდა თუ არა მის საქმოანობას ჰქონოდა კავშირი გაუჩინარებასა და შემდეგ გარდაცვალებასთან. მას ის მუშაობდა მეორე კომპანიაში, რომელიც ავსტიულია და აქაც გაურკვებელაი რას აკეთებდა თამარ ბაჩალეიშვილი.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი დღეს იპოვეს. მანამდე კი ეფექტური გამოძიების მოთხოვნით, გუშინ, გოგოს ახლობლებმა და ოჯახისწევრებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ გუშინ, პოლიციამ დაკარგული თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის პაროლი ვერ დაადგინა და დახმარება ისევ ოჯახს სთხოვა. გარდაცვლილის მამის ინფორმაციით, სპეციალისტებმა, კომპიუტერში მხოლოდ დღეს შეაღწიეს, გაუჩინარებიდან 5 დღის თავზე.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი