ყირიმზე თავდასხმის შემთხვევაში, მთელი უკრაინა დაიწვება - მედვედევი

გამოქვეყნდა:

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ამბობს, რომ ყირიმზე კიევის თავდასხმების შემთხვევაში "მთელი უკრაინა დაიწვება".

ჟურნალისტის კითხვაზე, "აიძულებს თუ არა ყირიმზე დარტყმები რუსეთს, უკრაინასთან მოლაპარაკებები დაიწყოს" მედვედევი ამბობს, რომ "ამ შემთხვევაში მოლაპარაკებები არ იქნება, იქნება მხოლოდ საპასუხო დარტყმები. მთელი უკრაინა, რომელიც კიევის მმართველობის ქვეშ დარჩება, დაიწვება". 

მისივე თქმით მოსკოვი მზადაა საფრთხიდან გამომდინარე, ყველა სახის იარაღი გამოიყენოს. 

"ჩვენ არ ვუწესებთ საკუთარ თავს შეზღუდვებს და, საფრთხის ბუნებიდან გამომდინარე, მზად ვართ გამოვიყენოთ ყველა სახის იარაღი ჩვენი დოქტრინული დოკუმენტების შესაბამისად, ბირთვული შეკავების საფუძვლების ჩათვლით" - ამბობს მედვედევი

 მისი თქმით, "პასუხი იქნება სწრაფი, მკაცრი და დამაჯერებელი". 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი