მიხეილ სააკაშვილს ციხეში კლავენ, რადგან ხელისუფლებას ეშინია, რომ მას ოპოზიციის გაერთიანება შეუძლია - ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი 

გამოქვეყნდა:

რუსი ეკონომისტი, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი კონსტანტინ სონინი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას ეხმაურება და წერს, რომ ის პოზიცია, რაც მასთან მიმართებით "ქართულ ოცნებას" აქვს, ცუდი წინაპირობაა ქვეყნის მომავლისთვის. 

ამავე განცხადებაში პროფესორი სონინი ამერიკული გამოცემა "The Atlantic-ის" სტატიას ეყრდნობა, რომელშიც საქართველოს მოქმედი მთავრობის ნაბიჯები მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში მკაცრად არის გაკრიტიკებული. სტატიაში ავტორი, ენ ეპლბაუმი წერს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს საბჭოთა ციხეებისთვის დამახასიათებელი სტილით კლავენ - ნელა და წამებით. 

"The Atlantic-ის" ენ ეპლბაუმი მოთმინებით ხსნის საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას სტატიაში. მას ციხეში კლავენ, რადგან ამჟამინდელი ხელისუფლება შიშობს, რომ მას შეუძლია, გააერთიანოს ოპოზიცია, თუ თავისუფალი იქნება. ცუდი წინაპირობაა საქართველოსთვის",- წერს ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი. 

 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი