
ხარკოვში სამაშველო ოპერაცია გრძელდება, დაშავებულების რაოდენობა კი 5-მდე გაიზარდა.
ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, კიევის რაიონში ოკუპანტების რაკეტა საცხოვრებელ კორპუსსა და უნივერსიტეტს მოხვდა.
"დაშავებულია 54 წლის ქალი და ორი მამაკაცი, 51 და 55 წლის. ქალი მრავლობითი ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, კაცებს მკურნალობა ადგილზე გაეწიათ. ამასთან სასწრაფო სამედიცინო დახმარების რეგიონული ცენტრის ინფორმაციით, დაშავებულია კიდე ერთი ადამიანი. დაჭრილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაცვის თანამშრომელია, სადაც მეორე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა. კაცს სასიკვდილო ჭრილობები აქვს მიყენებული", - დაწერა სინეგუბოვმა.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.