"არ გამოვიყენებთ უცხოელი პარტნიორების მიერ მოწოდებულ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე სროლისთვის" | რეზნიკოვი

გამოქვეყნდა:

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, ქვეყანა უცხოელი პარტნიორების მიერ გადაცემულ იარაღს რუსეთის ტერიტორიებზე დასარტყმელად არ გამოიყენებს. 

ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე ისაუბრა და თქვა, რომ ქვეყანა "ამ თვეში რუსეთის შესაძლო მსხვილ შეტევას ელის, მაგრამ კიევს მოსკოვის ძალების შესაჩერებლად რესურსი აქვს".

„ჩვენ ყოველთვის ოფიციალურად ვამბობთ, რომ არ გამოვიყენებთ უცხოელი პარტნიორების მიერ მოწოდებულ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე სროლისთვის”, - განაცხადა რეზნიკოვმა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი