ფსევდოპატრიოტიზმით გაფუჭებულ საქმეებს გულგრილობითა და დაუდვრობით დაზიანებული ჩვენი კულტურული მემკვიდრეობაც ემატება. დღეს ხელისუფლება გარეჯზე დუმს. თუ მაშინ "ოცნება" დიდი ენთუზიაზმით ქმნიდა ტყუილზე დაფუძნებულ პროპაგანდას, ამჯერად გაჩუმებას ამჯობინებს გელათის ტრაგედიასთან დაკავშირებით.
ყველას, ვინც ხმას ამოიღებს და შეკითხვას დასვამს, პოლიტიკურად ანგაჟირებულად აცხადებს. და ამ მიდგომით წულუკიანის უწყებამ, პოლიტიკურ დაკვეთად გამოაცხადა კვლევა, რომელიც სახელმწიფო ცენტრმა მოამზადა და რომლის დამკვეთიც საქართველოს საპატრიარქო იყო. კულტურის სამინისტრო, ვერც იმან შეაჩერა, რომ კვლევის შემსრულებელი მისივე საქვეუწყებო დაწესებულება იყო და ვერც იმან, რომ დოკუმენტს ხელს ამ ქვეყანაში ყველაზე რესპექტაბელური მეცნიერები აწერდნენ.
გადახურვა მოჭიქული კრამიტით "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში დაიწყო, და მალევე მრავალსაუკუნოვან ფრესკებზე წყალი გამოჩნდა. მას შემდეგ ყველა გამოცხადებული ძეგლის სიკვდილის ქრონიკას ვადევნებთ თვალს და თუ ვინმე ხმას ამოიღებს, მას პოლიტიკური მიზნებისთვის გელათის გამოყენებაში სდებენ ბრალს. ოღონდ ამჯერად შესაძლოა ამ მძიმე ისტორიას პოლიტიკურ იარაღად თავად ხელისუფლების ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფები იყენებდნენ.