ზელენსკის ცნობით, რუსეთის ატომური ინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციები ამოქმედდა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, რუსეთის ატომური ინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციები ძალაში შევიდა. ამის შესახებ მან საღამოს ვიდეომიმართვაში ისაუბრა. 

"დღეს ჩვენი სახელმწიფოს მიერ ტერორისტული ქვეყნის წინააღმდეგ მორიგი სანქციები დამტკიცდა. ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება რუსეთის ატომური ინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციების შესახებ ძალაში შევიდა. და ეს არ არის ბოლო გადაწყვეტილება მათთან დაკავშირებით...

რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც თავის სამხედროებს საშუალებას აძლევს, ცეცხლი გაუხსნას ატომურ სადგურებს და გამოიყენოს ატომური ელექტროსადგურები ცეცხლის საფარად... ასევე, ტერორისტული სახელმწიფო იყენებს ატომურ ინდუსტრიას, როგორც გარე ექსპანსიის ერთ-ერთ ელემენტს, რათა მოახდინოს ზეწოლა სხვა სახელმწიფოებზე, რათა შეუქმნას შესაბამისი საფრთხე სხვა სახელმწიფოების სუვერენიტეტს. ეს ყველაფერი საკმარისია, რომ რუსეთის ატომური ინდუსტრია გლობალური სანქციების ქვეშ მოექცეს. და ჩვენ ვმუშაობთ ამაზე ჩვენს პარტნიორებთან ერთად, - აცხადებს ზელენსკი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი