რეზნიკოვი სხვა სამინისტროში გადავა, თავდაცვის სამინისტროს ბუდანოვი უხელმძღვანელებს - არახამია

გამოქვეყნდა:

უკრაინის მმართველი პარტიის თავმჯდომარის, დავით არახამიას თქმით, უკრაინის თავდაცვის მინისტრს ოლექსი რეზნიკოვს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი - კირილო ბუდანოვი ჩაანაცვლებს.

არახამიას განცხადებით, რეზნიკოვი სტრატეგიული მრეწველობის მინისტრის პოსტზე განიხილება. 

მანამდე უკრაინული მედია ინფორმაციას ავრცელებდა, რომ ოლექსი რეზნიკოვი უახლოეს პერიოდში თანამდებობას დატოვებდა.

გარდა ამისა, გავრცელებული ცნობით, როტაცია იგეგმება სხვა სამინისტროებშიც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი