
6 თებერვალს უკრაინის უმაღლესი რადას საგარეო პოლიტიკისა და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტმა განიხილა რეზოლუციის პროექტი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ.
აღნიშნული დადგენილების პროექტი მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ დაუყოვნებლივ გადაყვანას ეხება, ის 3 თებერვალს დარეგისტრირდა. ამ პროექტის ინიციატორი დეპუტატი ელენა შულიაკია.
კანონპროექტის განხილვის შედეგების საფუძველზე კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება გაუწიოს მას რეკომენდაცია, რომ რადამ აღნიშნული რეზოლუციის პროექტი შეიტანოს სესიის დღის წესრიგში და მიიღოს ის ტექნიკრი და სამართლებრივი ცვლილებების გათვალისწინებით.