
უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერი“ საერთაშორისო კრიმინალურ ორგანიზაციად აღიარა, - ინფორმაციას საპარლამენტო ფრაქცია "ხმის" სახალხო დეპუტატი, იაროსლავ ჟელეზნიაკი ავრცელებს.
შესაბამის დადგენილებას ხელი 333-მა სახალხო დეპუტატმა მოაწერა.
დოკუმენტის ტექსტის მიხედვით, უკრაინის პარლამენტი კერძო სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერს" საერთაშორისო კრიმინალურ ორგანიზაციად ცნობს.
იხილეთ ასევე: