სამხარაულის ბიუროს ყინული არ ჰქონდა - ბაჩალიაშვილის ცხედარი სახლში ვერ გადაასვენეს

გამოქვეყნდა:

გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი პროზექტურიდან სახლში ჯერ ისევ არ გადაუსვენებიათ. ოჯახის ინფორმაციით, ეს პროცესი იმ მიზეზით გაჭიანურდა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ყინული არ ჰქონდა და ოჯახს შეუთვალეს, თავად ეშოვათ.

იმის გამო, რომ ცხედარის გადასვენება გუშინ საღამოს ვერ მოხერხდა, მეზობლებმა აქციის გამართვა დროებით გადაიფიქრეს. ისინი ფონიჭალის პოლიციასთან აპირებდნენ შეკრებას და არაეფექტური გამოძიების გაპროტესტებას. ახლობლებიც და ოჯახიც თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ და არაეფექტურ გამოძიებაზე საუბრობენ.

ბაჩალიაშვილის მამას არ სჯერა, რომ ეს თვითმკვლელობა იყო და ყველაფერი გარედან მოდის. ამასთან არც მას სჯერა, რომ საგამოძიებო მოქმედებები შესაბამისად ჩატარდა.  

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სახლიდან შაბათს გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს. მანამდე კი ეფექტური გამოძიების მოთხოვნით, გოგოს ახლობლებმა და ოჯახისწევრებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ პოლიციამ დაკარგული თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის პაროლი ვერ დაადგინა და დახმარება ისევ ოჯახს სთხოვა. გარდაცვლილის მამის ინფორმაციით, სპეციალისტებმა, კომპიუტერში მხოლოდ გაუჩინარებიდან 5 დღის თავზე შეაღწიეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი