"გაერო მზად არის, მხარი დაუჭიროს თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის წინააღმდეგ სამუშაოებს" | გუტერეში

გამოქვეყნდა:

გაერო მზადყოფნას გამოთქვამს, მხარი დაუჭიროს თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგების წინააღმდეგ მუშაობას, - ამის შესახებ განცხადება გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა Twitter-ზე გამოაქვეყნა. ის სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

"მე ღრმად ვარ დამწუხრებული თურქეთსა და სირიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შესახებ ცნობებით და ვუსმძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს. 

გაერო მზად არის, მხარი დაუჭიროს საგანგებო სიტუაციების სამსახურის საპასუხო მოქმედებებს", - წერს გუტერეში.

შეგახსენებთ, რომ თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 2 300 ადამიანი დაიღუპა, ათასობით კი დაშავებულია. ორივე ქვეყანაში სამძებრო სამაშველო სამუშოები გრძელდება. ცოტა ხნის წინ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში 7 მაგნიტუდაზე მაღალი სიმძლავრის განემორებითი მიწისძვრა მოხდა.

ცნობილია ისიც, რომ დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, თურქეთსა და სირიაში, სულ მცირე, 120 მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი