"ქართულმა "სასამართლომ" დღეს, პრაქტიკულად, სასიკვდილო განაჩენი გამომიტანა... მე ვარ პუტინის პირადი პატიმარი" | მიხეილ სააკაშვილის მიმართვა უკრაინელებს

გამოქვეყნდა:

"ქართულმა "სასამართლომ" დღეს, პრაქტიკულად, სასიკვდილო განაჩენი გამომიტანა... მე ვარ პუტინის პირადი პატიმარი", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომლითაც უკრაინის მოქალაქეებს მოსამართლე არევაძის გადაწყვეტილების შემდეგ მიმართავს.

ქართულმა "სასამართლომ" დღეს, პრაქტიკულად, სასიკვდილო განაჩენი გამომიტანა.

მას შემდეგ, რაც თითქმის ყველა ექიმმა, მათ შორის რამდენიმემ მსოფლიოში სახელგათქმულმა, ერთხმად დაასკვნა, რომ თუ საქართველოს ციხეში დავრჩები, აუცილებლად მოვვდები. 

ჩემო ძვირფასო თანამოქალაქეებო, ძალიან მომენატრეთ და ჩვენს გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ. ამ იმპერიას რამდენიმე ათეული წელია, ვებრძვი და არამარტო საქართველოში, არამედ უკრაინაშიც. დაწყებული გრანიტის რევოლუციით, ორი მაიდანით და ჩემი საქმიანობით ოდესაში, მისთვის ძალიან კრიტიკულ პერიოდში. 

ძალიან ვამაყობ, რომ პრეზიდენტი ზელენსკის აქტიური მრჩეველი ვარ. მე მას კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ლიდერად ვთვლი და არა მხოლოდ დიდებულ პოლიტიკოსად. ჩემთვის და ბევრისთვის მან ძალიან დიდი გული გამოავლინა. 

ძალიან მადლობელი ვარ ანდრეი ერმაკის და მთელი ოფისის, რომ შექმნეს დიდი საერთაშორისო კოალიცია ჩემი გათავისუფლებისთვის.

რა თქმა უნდა, მე ვარ პუტინის პირადი პატიმარი. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ლავროვი ძალიან აქებდა საქართველოს მთავრობას თავის ინტერვიუებში და მაგინებდა მე და, რა თქმა უნდა, უკრაინას. 

მეგობრები ერთმანეთს უბედურებაში ცნობენ და მე თავისუფლებისა და სიცოცხლისთვის ბრძოლაში აღმოვაჩინე ნამდვილი მეგობრები მინისტრ კულებადან დიმიტრი ლიუბინეცამდე, ასევე, ბევრი უკრაინელი ჟურნალისტი და დამკვირვებელი, ჩვეულებრივი ადამიანი...

მე ვარ პუტინის პირადი პატიმარი. მისი ბრძანებით მომწამლეს, მაწამეს და ისევ დამცინიან. მაგრამ პუტინისა და იმპერიის დასასრული ისე ახლოსაა, როგორც არასდროს. 

ძალიან მიყვარს უკრაინა. კიევი ჩემი ქალაქია. ოდესაც ჩემი ქალაქია, რომელიც ძალიან მენატრება. ჩემი გული უკრაინას ეკუთვნის და ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ ამ მტერს და ვიქნებით საუკეთესო ქვეყანა ევროპაში - როგორც ყოველთვის ვოცნებობდი!, - წერს მიხეილ სააკაშვილი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი