იძულებული ვიქნებით დავიწყოთ მიხეილ სააკაშვილის გარდაცვალების გამოძიება თუ ეს მოხდა, თუმცა, იმედი გვაქვს, არ მოხდება - სიკორსკი

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარი, რადოსლავ სიკორსკი ამბობს, რომ მიხეილს სააკაშვილის პატიმრობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობა კავშირშია საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან, რადგან ქვეყნების შეფასებისას ყურადღება ექცევა იმას, თუ რამდენადაა დაცული ამ ქვეყანაში კანონის უზენაესობა.

ამასთან დაკავშირებით სიკორსკიმ "მთავარი არხის" გადაცემა, "დღის სტუმარში"ისაუბრა. ევროპარლამენტარის თქმით, სააკაშვილის ციხეში გარდაცვალების შემთხვევაში ევროპარლამენტი საქმეზე გამოძიებას დაიწყებს, რაც მნიშვნელოვნად შეაყოვნებს და გადაავადებს საქართველოს ევროპულ ამბიციებს.

"კანდიდატი ქვეყნების შეფასებისას მთავარი ყურადღება ექცევა იმას, თუ რამდენადაა დაცული ამ ქვეყანაში კანონის უზენაესობა და ასევე იმის მიხედვით, თუ როგორ ეპყრობა ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებს, ამიტომ თუ სააკაშვილი მოკვდება ციხეში, საქართველოს ევროატლანტიკური პერსპექტივები სერიოზულად დაზიანდება.

2 თემა კავშირშია და ეს შეაფერხებს ევროპულ პერსპექტივას, ამის შემდეგ, ნაცვლად იმის განხილვისა, თუ მოლაპარაკებების რომელი პროექტი სრულდება საქართველოს მიერ კარგად და რამდენად ახლოსაა ქვეყანა კანდიდატის სტატუსთან, ჩვენ იძულებული ვიქნებით დავიწყოთ მიხეილ სააკაშვილის გარდაცვალების გამოძიება თუ ეს მოხდა, თუმცა, ჩვენ ყველას იმედი გვაქვს რომ ეს არ მოხდება. ასე რომ თუ ეს მოხდა, ეს საგრძნობლად შეაყოვნებს და გადაავადებს საქართველოს ევროპულ ამბიციებს, ევროპულ გზაზე სიარულს, თუმცა სავსებით შესაძლებელია, რომ ზოგიერთ ადამიანს სწორედ ეს სურს", - ამბობს სიკორსკი.

ცნობისთვის, მესამე პრეზიდენტი 6 თებერვალს სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარე განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.

იხილეთ ასევე: 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი