საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს ციხიდან და გაუშვას სამკურნალოდ - ევროპარლამენტარი მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარი რადეკ სიკორსკი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მესამე პრეზიდენტი ჰუმანიტარული მიზნებით, საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაუშვას. მისი თქმით, ევროპა ყურადღებით აკვირდება მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. ამ თემაზე მან "მთავარ არხთან" ისაუბრა.

"ჩვენ ევროპარლამენტში გადავწყვიტეთ გაგვემართა დებატები მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ, რადგან აქ ის აღიქმება როგორც საქართველოს მოდერნიზების ავტორი და ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების მომხრე. ასე რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვერევით საქართველოს შიდა საქმეებში, მაგრამ მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ მოსაზრებას, რომელსაც აქ ყველა იზიარებს, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს ციხიდან ჰუმანიტარული მიზნებით და გაუშვას სამკურნალოდ", - ამბობს რადეკ სიკორსკი. 

ცნობისთვის, მესამე პრეზიდენტი 6 თებერვალს სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარე განაჩენის გასაჩივრებას აპირებს. იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი