"უკრაინელი მაშველები თურქეთის დაზარალებულ რეგიონებში მალე ჩავლენ" | ზელენსკი ერდოღანს ესაუბრა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქეთის პრეზიდენთან რეჯეფ ტაიფ ერდოღანთან სატელეფონი საუბარი გამართა.

ზელენსკიმ ერდოღანს ჰუმანიტარულ დახმარების გაგზავნასთან დაკავშირებით მისი გადაწყვეტილება აცნობა და თქვა, რომ უკრაინელები თურქეთის დაზარალებულ რეგიონებში მალე ჩავლენ.

"ვესაუბრე პრეზიდენტ ერდოღანს და მივუსამძიმრე თურქეთში მიწისძვრის გამო მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით. მე ვაცნობე მას გადაწყვეტილების შესახებ უკრაინიდან თურქეთში მაშველთა და აღჭურვილობის ჯგუფის გაგზავნის შესახებ, რათა დაეხმარონ შედეგების დაძლევაში. ისინი თურქეთის დაზარალებულ რეგიონებში მალე ჩავლენ", - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

შეგახსენებთ, რომ უკრაინა თურქეთში ჰუმანიტარულ დახმარების გაგზავნის დადგენილებას ხელი პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე მოაწერა.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი