"მთავარი არხის" ინფორმაციით, ორწლიანი ძებნის შემდეგ, ბადრი ესებუა დააკავეს. ჩვენ მიერ გადაღებულ ექსკლუზიურ ვიდეო მასალაში ჩანს როგორ გამოიყვანეს ესებუა ზუგდიდის სამხარეო პოლიციის შენობიდან. ის, ქუთაისის საპატიმროში გადაიყვანეს.

ესებუა ზუგდიდში, გამთენიისას აიყვანეს, სავარაუდოდ, მაშინ, როცა აფხაზეთის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა. 

სპეცოპერაცია ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიგეგმა. სამართალდამცავებს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ. ცნობილია, რომ თბილისიდან სამეგრელოში ჩასული იყო სპეციალური დანიშნულების რაზმი. 

სავარაუდოდ, ერთ საათში შსს ბრიფინგს გამართავს.

ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" შენობაში შეიარაღებული შეიჭრა და ათობით მძევალი აიყვანა. ის ნახევარ მილიონ დოლარს და ადგილის უსაფრთხოდ დატოვებას ითხოვდა.  რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციისა და მოლაპარაკების შემდეგ, ესებუამ მძევლები გაათავისუფლა, ოფიციალური ინფორმაციით, ნახევარი მილიონი ლარი წაიღო და მიიმალა. შსს ამბობდა, რომ ის საქართველოს ტერიტორიაზე რჩებოდა და ქვეყანა არ დაუტოვებია.

ავტორი: ემა გოგოხია.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი