დასავლეთი საქართველოსთვის ხელების გადაგრეხას იწყებს რუსეთთან მშვიდი ურთიერთობების გამო - კარასინი

გამოქვეყნდა:

საერთაშორისო საკითხებში რუსეთის ფედერაციის საბჭოს კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი, სამხრეთ კავკასიაში არასტაბილურობას აანონსებს. მან "ტელეგრამზე" დაწერა, რომ "ჟენევის დისკუსიებს" დასავლეთი აფერხებს და რომ "შედარებითი სტაბილურობა" აღარ შედის ვაშინგტონის გეგმებში.

"ახალი ღრუბელი ჩამოწვება სამხრეთ კავკასიის თავზე. დასავლეთელები რუსეთთან კონფრონტაციის აზარტში ფაქტიურად ყინავენ “ჟენევის დისკუსიების” ფორმატს, რომელიც საიმედო დამცავი ბადე იყო გამოწვევებებისთვის სამხრეთ კავკასიაში. ალბათ, შედარებითი სტაბილურობა უკვე აღარ შედის ვაშინგტონის გეგმებში. შესაბამისად, ტანჯვა და ღელვა ახლა სამხრეთ კავკასიის რეგიონის ჩვენს ხალხებს მოუწევთ. ეს უნდა გავითვალისწინოთ და მოვემზადოთ", - წერს კარასინი. 

მისივე მტკიცებით, რუსეთთან მშვიდი ურთიერთობის გამო, დასავლეთი საქართველოსთვის "ხელების გადაგრეხვას" იწყებს.

"როგორც მოსალოდნელი იყო დასავლეთი საქართველოსთვის ხელების გადაგრეხვას იწყებს რუსეთთან საკმაოდ მშვიდი ურთიერთობების გამო. ასეთი ახალი წესებია ახლა საერთაშორისო საქმეებში - მიუხედავად იმისა, თავად სახელმწიფო რას ანიჭებს უპირატესობას. უნდა შესრულდეს ის, რაც ვაშინგოტნმა გადაწყვიტა", - ამბობს კარასინი.

ცნობისთვის, პირველ თებერვალს აბაშიძე-კარასინის საუბრის ჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც საუბარია  გაზრდილი ტვირთბრუნვის გამო ახალი გზის მშენებლობის შესაძლებლობაზე. აბაშიძემ მოგვიანებით ჩანაწერის ავთენტურობა დაადასტურა და თქვა, რომ ვერ ხვდება რა არის ამაში სკანდალური.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი