დანილოვი ამბობს, რომ რუსეთის ახალი შეტევა შესაძლოა მოიცავდეს ხარკოვსა და ზაპოროჟიეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსეი დანილოვი ამბობს, რომ რუსეთის განახლებული შეტევა შეიძლება მოიცავდეს ქალაქ ხარკოვსა და ზაპოროჟიეს აღების მცდელობას. ეს არის მთავარი ურბანული ცენტრები, რომლებიც რუსეთის კონტროლქვეშ არ ყოფილა.

"შეტევის მცდელობები ხარკოვის ან ზაპორიჟჟიის მიმართულებით, რა თქმა უნდა, იქნება. რამდენად წარმატებული იქნებიან ისინი ჩვენზე იქნება დამოკიდებული", - განუცხადა Reuters-ს დანილოვმა.

რუსეთი ზაპოროჟიეს რეგიონის ნაწილს აკონტროლებს, მაგრამ თავად ქალაქი არ აუღია.

ორშაბათს CNN-თან ინტერვიუში დანილოვმა თქვა, რომ პარტნიორებთან ერთად ემზადებიან ახალი შეტევების მოსაგერიებლად. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი