ზელენსკი, შესაძლოა, ხუთშაბათს ბრიუსელში ჩავიდეს, სადაც ევროკავშირის სამიტი გაიმართება - მედია

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი შესაძლოა ხუთშაბათს ბრიუსელში ჩავიდეს, რათა შეხვდეს ევროკავშირის ლიდერებს, რომლებიც ბელგიის დედაქალაქში სამიტს დაესწრებიან. 

The New York Times წერს, რომ მათ ნახეს ევროპარლამენტის გენერალური მდივნის მიერ ევროპელი კანონმდებლობისთვის გაგზავნილი ელფოსტა, სადაც მითითებული იყო, რომ ვიზიტის ფარგლებში, ზელენსკი, სავარაუდოდ, სიტყვით მიმართავს ევროპარლამენტარებს. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ზელენსკი სამიტზე ოფიციალურად მიიწვია, თუმცა დეტალები, რა ფორმით მიიღებდა უკრაინის პრეზიდენტი პროცესში მონაწილეობას, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, არ დაკონკრეტებულა.

ხუთშაბათს, ევროკავშირის 27 ლიდერი შეიკრიბება ბრიუსელში სამიტზე, სადაც განსახილველ საკითხებს შორისაა უკრაინა, მიგრაცია და აშშ-ის ინფლაციის შემცირების კანონპროექტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი