
ვოლოდიმირ ზელენსკი ბუკინგემის სასახლეში გაერთიანებული სამეფოს მონარქს, მეფე ჩარლზ მესამეს შეხვდა. ოფიციალურ ფოტოს სასახლე ავრცელებს.
მეფესთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ფეისბუქზე ავრცელებს ვოლოდიმირ ზელენსკი:
"შევხვდი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მეფეს ჩარლზ III-ს. მივულოცე ტახტზე ასვლა და ბრიტანელ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა ვუსურვე.
ჩემთვის დიდი პატივია ვიყო უკრაინის პირველი პრეზიდენტი უკრაინა-ბრიტანული ურთიერთობების მთელ ისტორიაში,
რომელსაც ბრიტანელი მონარქი აუდიტორიით პატივს მიაგებს.მადლობელი ვარ მისი უდიდებულესობისა და უკრაინის მოქალაქეების თბილი მიღებისა და მხარდაჭერისთვის, რომლებმაც ომისგან თავშესაფარი იპოვეს დიდ ბრიტანეთში." წერს უკრაინის პრეზიდენტი.
მეფესთან შეხვედრამდე ზელენსკი სიტყვით გამოვიდა პარლამენტში, იქამდე კი პრემიერ რიში სუნაკს შეხვდა.
ზელენსკი გაერთიანებულ სამეფოს დღეს ეწვია.