გერმანიის თავდაცვის მინისტრის თქმით, Leopard-ის ტანკების პირველი ბატალიონი უკრაინაში მარტში ან აპრილში ჩავა

გამოქვეყნდა:

გერმანიის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, Leopard-ის ტიპის ტანკების პირველი ბატალიონი უკრაინაში მარტის ან აპრილის თვეში ჩავა. ამის შესახებ ბორის პისტარიუსმა ვარშავაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც პისტორიუსმა აღნიშნა, პირველი ბატალიონი 31 ტანკს მოიცავს.

შეგახსენებთ, 24 იანვარს გერმანიამ განაცხადა, რომ ქვეყანა უკრაინას Leopard-ის ტიპის ტანკებს გადასცემს. გარდა ამისა, ბერლინმა პარტნიორ ქვეყნებს ნება მისცა, რომ უკრაინას საკუთარი წარმოების ტანკები გაუგზავნონ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი