"ჩვენ არ დაგვიწყია საომარი მოქმედებები, ჩვენ ვცდილობთ დავასრულოთ ისინი" | პუტინი

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამტკიცებს, რომ რუსეთს უკრაინაში საომარი მოქმედებები არ დაუწყია და საომარი მოქმედებები უკრაინაში "ნაციონალისტებმა" დაიწყეს.

"კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა: ჩვენ არ დაგვიწყია საომარი მოქმედებები, ჩვენ ვცდილობთ დავასრულოთ ისინი. ეს საომარი მოქმედებები წამოიწყეს ნაციონალისტებმა უკრაინაში და მათ, ვინც მხარი დაუჭირა 2014 წელს, როდესაც სახელმწიფო გადატრიალება განხორციელდა, აქედან დაიწყო ყველაფერი. ამას მოჰყვა მოვლენები ყირიმსა და დონბასში" ,- ამბობს პუტინი

გარდა ამისა, პუტინი ამბობს, რომ რვა წლის წინ, [უკრაინაელებმა] იმ ხალხის განადგურება დაიწყეს, ვინც იქ ცხოვრობს და თავს  კავშირში გრძნობს რუსეთთან, რუსულ კულტურასთან და რუსულ ენასთან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი