"მუდმივად მიწევს მასზე ზეწოლა, რომ უკრაინას დაეხმაროს..." | ზელენსკი შოლცზე

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მუდმივად უწევს ოლაფ შოლცის დარწმუნება, რომ გერმანია უკრაინას დაეხმაროს.

"მე მიწევს მასზე ზეწოლა იმისთვის, რომ მან დახმარება გაუწიოს უკრაინას და მუდმივად მისი დარწმუნება, რომ ეს დახმარება არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ევროპის ყველა მაცხოვრებელს სჭირდება" - ამბობს ზელენსკი.

Spiegel-თან მიცემულ ინტერვიუში ზელენსკი მადლობას გერმანიას გაწეული სამხედრო დახმარებისთვის, რომლის საშუალებითაც ათასობით სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა, მაგრამ აღნიშნა, რომ კიევში ტანკების გაგზავნის შესახებ დავები გარკვეულ სირთულეებს ქმნის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი