მაგისტრ მოსამართლეებთან ერთად მოწმეების გამოკითხვაზე სასამართლომ ადვოკატებს უარი უთხრა - შაქარაშვილის საქმე

გამოქვეყნდა:

დაკავებულების ადვოკატებმა 21 ივლისს საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს, რომ საქმეში აღიარებული დაზარალებულები მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოეკითხათ, თუმცა ამ თხოვნაზე უარი მიიღეს. 

სასამართლომ ვერ დაინახა აუცილებლობა დაზარალებულების მაგისტრ მოსამართლეებთან ერთად დაკითხვის აუცილებლობა, რადგან ისინი გამოძიების მიმდინარეობისას რამდენჯერმე უკვე გამოიკითხნენ. 

"გამოკითხვის ოქმებიდან გაგვიჩნდა ბევრი ახალი შეკითხვა, რომლებზეც მათ პასუხი გაცემული არ აქვთ, ეს შეკითხვები მათთვის არც დაუსვამთ, ამიტომ გვინდა ჩვენ დავუსვათ", - ამბობს ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე.

მისი თქმით, სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია და სწორედ ამიტომ მას გაასაჩივრებენ. 

აღსანიშნავია, რომ ადვოკატებმა ვერ შეძლეს "ოქროს მოწმესთან" გურამ ამირხანაშვილთან დაკავშირება.

საგამოძიებო მოქმედებები საქმესთან დაკავშირებით გრძელდება. "მთავარის" ინფორმაციით, მალე საგამოძიებო უწყებაში უნდა მივიდე ანა გაბეჩავა, რომელმაც გარკვეული ვიდეო მტკიცებულებების გარჩევაში უნდა მიიღოს მონაწილეობა. კონკრეტულად რა ვიდეო მტკიცებულებებზეა საუბარი, ჯერჯერობით უცნობია. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ გვიან ღამემდე მიმდინარეობდა ვახტანგ ახვლედიანისა და რამდენიმე მოწმის, მათ შორის, ერთი არასრულწლოვნის გამოკითხვა პოლიციაში

გუშინ, 22 ივლისის ასევე ცნობილი გახდა დამატებითი ინფორმაცია ანა გაბეჩავას მიმოწერიდან სხვადასხვა ადამიანებთან, სადაც ის ცდილობს გაარკვიოს, რა შეემთხვა გიორგი შაქარაშვილს საბედისწერო ღამეს

19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი ზუსტად ერთი თვის წინ, 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული. თუმცა, ჯერჯერობით ისევ არ არის კონკრეტული პასუხი კითხვებზე: ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი და ვინ მფარველობს მოძალადეებს. რა მოხდა ამ ერთი თვის განმავლობაში, ამ საკითხზე "მთავარი არხი" საქმის მიმდინარეობის პარალელურად და ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების კვალდაკვალ, განახლებულ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში შემოგთავაზებთ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი