
ზაპოროჟიეს საკრებულოს მდივანი ანატოლი კურტევი ამბობს, რომ 10 თებერვლის ღამეს მასიური საჰარეო თავდასხმა მოხდა. მისი განცხადებით, ერთ საათში რუსებმა ქალაქში 17 რაკეტა ისროლეს.
უკრაინული მხარის ცნობით, მტერი თავს დაესხა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს.
ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.
საჰაერო თავდასხმის სიგნალი ჩართული იყო კიევში და უკრაინის უმეტეს რეგიონებშიც. დაახლოებით 10 აფეთქება მოხდა ხარკოვში.