
უკრაინამ ნიდერლანდებს ოფიციალურად სთხოვა F-16-ის ტიპის საბრძოლო ვერტმფრენების გადაცემა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, NOS-ზე დაყრდნობით წერს, რომელსაც ფაქტი ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა კაისა ოლონგრენმა დაუდასტურა.
მინისტრის განცხადებით, თვითმფრინავების გადაცემის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საჭიროა ჯერ ამერიკასა და სხვა მოკავშირეებს ესაუბრონ.
"ჩვენ სერიოზულად უნდა შევხედოთ შედეგებს, ეს არ შეიძლება მოხდეს ერთ ღამეში. ამ მხრივ პატიოსნები უნდა ვიყოთ. მოთხოვნას ძალიან სერიოზულად ვეკიდებით, მაგრამ საბრძოლო ვერტმფრენების საკითხი, არც ისე ადვილი მოსაგვარებელია", - განმარტა მინისტრმა.
როგორც უკრაინული მედია წერს, მანამ სანამ უკრაინული ჯარი საბრძოლო ვერტმფრენებს გამოიყენებს, ჯარისკაცებმა შესაბამისი წვრთნები უნდა გაიარონ. ამასთან ერთად, თვითმფრინავი ამერიკული თავდაცვის სისტემის ნაწილია, ამიტომ მის გადაცემას აშშ-ის მთავრობის ნებართვა სჭირდება.