ზელენსკი დუდას შეხვდა - პრეზიდენტებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ანჯეი დუდას შეხვდა და უკრაინის თავდაცვის გადაუდებელ საჭიროებებზე ისაუბრა. უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრა პოლონეთის ქალაქ ჟეშოვში გაიმართა.

"ლიდერებმა თავდაცვის სფეროში შემდგომი თანამშრომლობისა და ერთობლივი დიპლომატიური ნაბიჯები განიხილეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

კერძოდ, უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა თავის კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია ფრონტზე არსებული მდგომარეობის შესახებ და უახლოეს მომავალში სიტუაციის განვითარების პროგნოზები. ზელენსკიმ ისაუბრა უკრაინის თავდაცვის ამჟამინდელ საჭიროებებზე და მის გეგმებზე უკრაინის არმიის გასაძლიერებლად.

ზელენსკიმ ასევე ისაუბრა ბრიუსელში ვიზიტზე და ხაზი გაუსვა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების მნიშვნელობას. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეს მნიშვნელოვანი მოტივაცია იქნება უკრაინული საზოგადოებისა და ჯარისთვის, რომელიც მძიმე განსაცდელებს გადის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი