რუსულმა რაკეტებმა მოლდოვისა და რუმინეთის საჰაერო სივრცე გადაკვეთეს - ზალუჟნი

გამოქვეყნდა:

უკრაინული შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალი ვალერი ჟალუზნის განცხადებით, 10 თებერვალს ორმა რუსულმა რაკეტამ მოლდოვისა და NATO-ს წევრი - რუმინეთის საჰაერო სივრცე გადაკვეთა. 

როგორც უკრაინელი გენერალი Twitter-ზე წერს, თავდაპირველად რუსულმა რაკეტებმა დილის10:18 საათზე მოლდოვის საჰაერო სივრცე გადაკვეთეს. 10:33 საათზე კი იგივე რაკეტები რუმინეთის საჰაერო სივრცეში შევიდნენ, რის შემდეგაც უკრაინის ტერიტორიაზე, ამ სამი ქვეყნის საზღვრების გადაკვეთის ადგილას დაბრუნდნენ. 

მისივე ინფორმაციით, რაკეტები შავი ზღვის წყლებიდან იყო გასროლილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი